ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დევნილებს შეხვდა

10 დეკემბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ბესარიონ სიმონიშვილთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასთან ერთად, დღეს კომპქატურად ჩასახლებულ დევნილებს ანაკლიასა და განმუხურში შეხვდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილების საჭიროებებს და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს. ამასთანავე, დევნილებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის აუცილებლობაზე და მის ეფექტურ მხარეებზე ესაუბრნენ.

როგორც შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, დევნილებთან ადგილზე ჩასვლა მიიღებს სისტემატურ ხასიათს, რათა თითოეული მათგანი ფლობდეს ინფორმაციას თუ რა პროგრამები და პროექტები ხორციელდება სამინისტროში მათი ხელშეწყობისთვის.

დღესვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 8 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, ჯამში, 960 დევნილი ოჯახი მიიღებს.

გააზიარე