მერი
გიორგი (გეგა) შენგელია
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 591 90 94 94
ელ-ფოსტა:g.shengelia2018@gmail.com
- დაიბადა 1981 წლის 8 იანვარს
• 1998 – 2003 წელს სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობას.
• 2004 წელს მუშაობდა „საქართველოს ბანკში“, ზუგდიდის ფილიალში საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.
• 2005 – 2008 წლებში, ასევე „საქართველოს ბანკში“ იკავებდა ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობას.
• 2008 – 2009 წლებში იყო „სახალხო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი.
• 2009 – 2010 წლებში იკავებდა „ლიბერთი ბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის პოზიციას.
• 2010 – 2011 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ ფოთის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსად.
• 2011 წლიდან 2018 წლამდე იყო „თი ბი სი“ ბანკის ზუგდიდის ნომერ პირველი სერვისცენტრის დირექტორი.
• 2018 წლიდან იკავებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას.
- 2019 წლის ივნისიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
• ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
• ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.