ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი შენგელიამ სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

8 ნოემბერი, 2019

 ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად სტრასბურგში გამართულ სამდღიან დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი შენგელია სტრასბურგის კლუბის ევროპული სოლიდარობის ქსელის მე -17 ყოველწლიურ შეხვედრასაც დაესწრო, რომელშიც თხუთმეტი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. სტრასბურგის კლუბი წარმოადგენს უპრეცედენტო გაცვლით სივრცეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ დიალოგსა და კონკრეტულ ინიციატივებში და ხელი შეუწყონ ადგილობრივ პოლიტიკაში ევროპული ფასეულობების დაცვას.

შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას მიგრანტ ქალთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, რომლებიც მიგრაციის გზაზე ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ.

ვიზიტის დასასრულს, გიორგი შენგელიამ, სტრასბურგის მერ როლანდ რიესს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გააზიარე