ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიგა ფარულავა ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

30 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ანაკლიაში კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო განმუხურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის დემონტაჟს გულისხმობს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 203 900 ლარით დაფინანსდა.

გააზიარე