ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ჭითაწყარში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

3 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook


ჭითაწყარში,  სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა  გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.

შენობა ერთსართულიან კარკასულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გათვლილია შვიდ ბრიგადაზე, ერთი ბრიგადის დამატების პერსპექტივით.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

 

გააზიარე