ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ანაკლიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

9 დეკემბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ანაკლიაში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.  110 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 8 730 90 ლარია.

 ახალი საბავშვო ბაღის შენობაში პანდუსთან ერთად ლიფტის დამონტაჟებაც იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს დამატებით 60 ბავშვი შეძლებს. საბავშვო ბაღი ასევე შენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, რომელიც 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, ჯუმის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 770 ათასი ლარია გამოყოფილი.

გააზიარე