ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

აქცია ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“

21 ივნისი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზიბით, აქცია ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად, სიკეთე გადამდებია“ მიმდინარეობს. აქციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და და ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქცია უანგარო დონაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უანგარო დონაციაში საზოგადოების მეტ ჩართულობას ემსახურება. როგორც ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ლაშა კვანტალიანმა აღნიშნა, საერთაშორისო კვლევების თანახმად, სისხლის უანგარო დონაციის შედეგად დამზადებული სისხლის კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოა, შესაბამისად ჩამოყალიბდა სახელმწიფო სტრატეგია სისხლის უანგარო დონაციასთან დაკავშირებით. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილე ყველა უანგარო დონორსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მერს ლაშა გოგიას დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ მერის მხარდაჭერის გარეშე ეს აქცია ვერ შედგებოდა.

გააზიარე