ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსოვნის დღე

6 სექტემბერი, 2019

  ფოტოალბომი facebook


 ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსოვნის დღე აღინიშნა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილ მამულიშვლთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

,,დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ იმ ღირსეულ მამულიშვილებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და საქართველოს ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს. მიუხედავად ამდენი თავგანწირვისა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და გვიწევს აგრესიასთან და უსამართლობასთან ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთიან ძლიერ საქართველოს ავაშენებთ“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

  მემორიალის მიმდებარედ ამავე წელს დაღუპულ მამულიშვლთა ფოტოები გამოიფინა, მამა მალხაზმა კი დახვრეტილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

  1924 წლის აგვისტოს აჯანყება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა იყო საქართველოში.

გააზიარე