Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

კონსტანტინე კაკავა ახალგაზრდებს შეხვდა

13 December, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროს დავით შამათავასთან ერთად, პროექტის ,,Be INvolved/ჩაერთეს“ ფარგლებში, ახალაბასთუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში აბასთუმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდული კლუბი დაარსეს და ადგილობრივ პრობლემებს იკვლევენ. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა სკოლაში სპორტული მოედნის პრობლემაზე ისაუბრეს, მათი თქმით სპორტული მოედანი რეაბილიტაციას საჭიროებს.

კონსტანტინე კაკავამ ახალაგაზრდებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალაგაზრდული ხედვის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და თქვენი მოსაზრებების მოსმენა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, რომელმაც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის“-აღნიშნა მერის მოადგილემ. კონსტანტინე კაკავას თქმით სკოლაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაწყებულია, მომავალ წელს 10 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება და ეტაპობრივად ეს პრობლემა მოგვარდება.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განვითარების კერა“-ს ხელმძღვანელი ლალი გამისონია და ახალაბასთუმანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს ,,Be INvolved/ჩაერთეს“ პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ თანადაფინანსებით, ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის,“ ,,განვითარების კერა“-ს პარტნიორობით ახორციელებს.

Share page