Hot line : (0 415) 25 05 07

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები

ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.

  • პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს:
  • ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით;
  • საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქ­ტი­კაში ხარვეზების გამოვლენით;
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.
  • ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
  • ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ;
  • სამსახურებრივი საჭიროებისათვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს სპეციალისტს, სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;
  • შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
  • ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
Share page