რელიგია: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ეპარქიის ისტორია

ცაიშის საეპისკოპოსო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრია.მისი მოხსენიება ბაერძნულ ნოტაციებში VI-VIII საუკუნეების ბოლოს იმაზე მეტყველებს,რომ ეს საეპისკოპოსო უფრო ადრე უნდა შექმნილიყო,დაახლოებით VI-VII საუკუნეების მიჯნაზე.
რომის ზეგავლენა დასავლეთ საქართველოზე დიდი იყო.ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება აქ 313 წელს მოხდა,337 წელს კი იბერია-ლაზიკაში შესაძლებელი გახდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება.უფრო ადრე-325 წლის,ნიკეის საეკლესიო კრების აქტებში მოიხსენიება ბიჭვინთის ეპისკოპოსი.
სამეგრელოს საეპისკოპოსო კათედრალების ცნობილი აღმწერი დონ არქანჯელო ლამბერტი წერს: ,,დარჩენილია შემდეგი საეპისკოპოსო ეკლესიები: პირველია დრანდის,რომელიც მდებარეობს მდინარე კოდორზე,აფხაზეთის საზღვარზე... და მის ეპისკოპოსს ჰქვია დრანდელი.მეორეა მოქვის,რომელიც მდებარეობს ფართო ვაკეზე,ორ მდინარეს შუა,ეს ორი მდინარე ერთად შეიყრება მერე და მათ შორის მდებარე ადგილი წარმოადგენს ნახევარკუნძულს,ეპისკოპოსს ჰქვია მოქველი.მესამე არის ბედიის.მისი ეპისკოპოსი იწოდება ბედიელად.მეოთხე არის ცაიშის... მისი ეპისკოპოსი იწოდება ცაიშელად და მეხუთეა წალენჯიხის.მეექვსეა მარტვილის,მისი ეპისკოპოსი იწოდება ჭყონდიდელად".
ცაიშის საეპისკოპოსოს ქართულ სასულიერო-კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბება საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საეკლესიო რეფორმებს დაუკავშირდა.საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულებს-ანდრია პირველწოდებულს,სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისთვის ეკლესია დაეფუძნებინათ.არსებოს ასეთი გადმოცემაც,ზუგდიდში იმ ადგილს,სადაც ანდრია პირველწოდებულს ჯვრით ხელში გამოუვლია,დღესაც „საჯვარო" ჰქვია და ეს ჯვარი დაბა ჯვარში აღუმართავს მას.სახელწოდება ამჟამადაც იგივეა.ანდრია პირველწოდებულის მიერ გამოვლილ გზაზე უამრავი ნაეკლესიარი,მშენებარე და რამდენიმე მოქმედი ეკლესიაა,რომლებსაც ქვემოთ დაწვრილებით ჩამოვთვლით.
საყურადებოა,რომ დაბა ცაიშის სახელწოდება ბერძნულ ნოტაციებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახით.სიმონ ყაუხჩიშვილი განიხილავს მათ და მიდის იმ დასკვნამდე,რომ გაუგებრობა მხოლოდ გადამწერის ბრალია,ასე რომ VIII საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაქვემდებარებულ კათედრათა შორისაა დასახელებული ლაზიკის მიტროპოლია,რომელსაც ექვემდებარებოდა ოთხი ქალაქი ე.ი. ოთხი საეპისკოპოსო:
როდოპოლისის,საისიანთა(ცაიშის),პეტრის და ზიგანევთა VI-VII საუკუნეებში,იმ დროს,როცა დასავლეთ საქართველო ბიზანტიის იმპერიის მფარველობის(ვასალობის) ქვეშ იმყოფებოდა,ყველა ზემოთ დასახელებული საეკლესიო ოლქი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაწილად არის მოხსენიებული.ყველაზე გვიანი ხანის დოკუმენტი,რომელშიც დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ოლქები და მათ შორის ცაიშის საეპისკოპოსო მოიხსენიება ,როგორც ნაწილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი,არის ნოტაციები #3,4 და 5. პავლე ინგოროყვას აზრით ამ დოკუმენტების არქეტიპები ეკუთვნის VIII საუკუნეს,ხოლო მათი არსებული რედაქციები IX საუკუნის I მესამედს.602-610 წლებს შორის შედგენილ კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში.ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა.ეს გახლავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა,სადაც ,,ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის" გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი. ჩვენტვის ცნობილია ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი, მათი რიცხვი ოცამდეა:
1.ეფრემი-XI საუკუნე.
2. იოანე I ფოლაგისძე- XI/XII საუკუნე.
3. ბასილი- XIV საუკუნის დამდეგი.
4.დანიელი-XV საუკუნის 40-იანი წლები.
5.იოაკიმე-XV საუკუნის 70-იანი წლები.
6.ეპისკოპოსი რომელსაც უნდა რქმეოდა ან ნიკლოზი, ან მარკოზი, ან ევდემოზი.
7. ექვთიმე-XV საუკუნის 80-იანი წლები.
8. ბართლომე-XV-XVI საუკუნის მიჯნა.
9. კირილე ჟუანიძე (ჟვანია) 1549-1572...
10. მაქსიმეI-XVI საუკუნის ბოლო მეოთხედი.
11. დავით I-XVI საუკუნის მიწურული.
12. მალაქია გურიელი- ...1611/12-1639.
13. ანდრია-1639-1640...
14. დავით ჯოლია- ...1652...
15. მაქსიმე II აგიაშვილი-...1696-1701..
16. სვიმონ ღოღობერიძე- 1701-1709.
17. მაქსიმე II აგიაშვილი- 1709-1710.. (მეორედ)
18. სვიმონ ღოღობერიძე- 1710-1759..
19. სოფრომ ღოღობერიძე- 1766-1777..
20. გრიგოლ ჩიქოვანი-1777-1823
ამდენად XI საუკუნიდან 1823 წლამდე ჩამოთვლილ ცაიშელ ეპისკოპოსთა შორის ყველაზე ღვაწლმოსილად ჩანან- მალაქია გურიელი, რომელიც ცაიშელად იჯდა...1612-1639 წლებში, ეს ამავე დროს არის პერიოდილევან II დადიანის მთრომლის დროსაც სამეგრელომ სიმონ ჯანაშიას თქმით ,, მიაღწია მანამდე არნახულ და შემდგომში აღარ განმეორებულ ძლიერებას." როგორც ჩანს ერი და ბერი ერთნაირად ძლიერია ამ პერიოდში. აგრეთვე ღვაწლმოსილად მოხსენიებულია გრიგოლ ჩიქოვანიც, რომელიც 1777-1823 წლებში განაგებდა ცაიშის საეპისკოპოსოს. 1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მალაქიამ. გრიგოლ ცაიშელმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისთვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო, ტაძარს შემოავლოგალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერს წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა. სკოლების არსებობა ეკლესიასთან ამ დროისთვის ცნობილია ზუგდიდის ახლომდებარე სხვა სოფლებშიც, მაგალითად სოფ. ნაწულუკუში მდგარა ,, ჯვარამ ჭყონის" სახელობის ეკლესია, რომლის გვერდითაც ყოფილა ორ კლასიანი სასწავლებელი და პირველი მასწავლებელიც ამ სოფელში მსახური მღვდელი გახლდათ. ,, ჯვარამ წყონის" სახელი ამ ეკლესიისთვის იმიტომ დაურქმევიათ რომ იქვე ახლოს მდგარა სამი დიდი მუხის ხე, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონია. საინტერესოა ასევე ეკლესიის ასაშენებელი ადგილის შეძენის ისტორიაც, მთელ სოფელს შეუგროვებია ფული საყიდლად, სადაც უნდოდათ ეკლესიის აგება,თურმე სამყოფი თანხა ვერ მოგროვებულა, მაგრამ ამას არ შეუფერხებია ეკლესიის აშენება.სოფელს, თავკაც ნარტია გულორდავასთვის,უთხოვია ეშუამდგომლა მიწის მეპატრონესტან,რომ მიეცა ხალხისთვის ,,ნისიად." ამ უკანასკნელს თავდებად ულვაში შეუხვევია და გადაუცია მიწის მფლობელისთვის, დასტურად იმისა რომ დარჩენილ თანხას აუცილებლად გაისტუმრებდნენ. ვაჟკაცის სიტყვა ასე ფასობდა სოფელში, მიუხედავად უსახსრობისა, დაუოკებელი სურვილი გააჩნდა ხალხს ღვთის სახლის აშენებისა. ამჟამად სამწუხაროდ ეკლესია არ არის აღდგენილი.
იცვლებოდა ცაიშის ეპარქიის საზღვრები. ცაიშელი ეპისკოპოსის სამწყსო მოიცავდა ხობის წყალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს ზღვიდან უნაგირას ქედამდე. ცაიშელის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც, მას შემდეგ რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშელის სამწყსოდ იქცა, ენგურს გაღმა ტერიტორიებს იერთებს ცაიშის ეპარქია და წალენჯიხის ეპარქიაც უქმდება. წალენჯიხის ეპარქიის შესახებ ცნობები ჩვენს ისტორიოგრაფიაში ეპიზოდურია. მისი დაარსება XVI საუკუნის ბოლოსთვისაა სავარაუდო, როცა საეპისკოპოსოკათედრა ობუჯიდან გადოტანილ იქნაწალენჯიხაში. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში ,, ზუგდიდის აღმოსავლეთით, მთის ძირზედ არის წალენჯიხა, ეკლესია გუმბათოვანი, დიდშენობა, შვენიერი კეთილს ადგილას, ზის ეპისკოპოსი მწყემსი ჭანის მდინარისა და დადის მდინარეს შორის, ადგილთა კავკასიიდან ზვამდე" (ვახუშტი ბატონიშვილი. ,,ქართლის ცხოვრება IV; 1993 წ. გვ.778) წალენჯიხის ეპარქია მოიცავდა დღევანდელი გალის რაიონის ძირითად ნაწილს.
ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელიდან.ჭანის ჯიხა,ჭანის დიხა,ჭანის მიწა.სხვადასხვა გადმოცემის გადდმოცემის მიხედვიტ წალენჯიხის ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას აქ შორიახლო შეუსვენებია,გზა რომ განაგრძეს,გაირკვა,რომ ხურჯი-აკიდებული ერთი ჯორი აკლდათ.სწრაფად გაგზავნეს მაძებრები,მოიძიეს და მეფეს მოახსენეს,რომ იმ ადგილას ვნახეთ,სადაც პატარა მიწა და პატარა წყალია(ჭე დიხა დო ჭე წყარია) თამარს მოწონებია ადგილი და ეკლესიის აშენება განუზრახავს.მშენებლობის ხელმძღვანელიც დატოვებია.სხვა გადმცეით სკურის ეკლესიის მოძღვრებს ტვალახვეული ხარი გაუშვიათ,სადაც ხარი დაწვეა,იქ ეკლესია აშენდესო,ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბვი მიუტანით: -ხარმა ის ასგილი აირჩია,სადაც პატარა მიწა და პატარა ყალიაო.
წმინდა ექვთიმე ღვთის კაცი თვლის,რომ წალენჯიხის ტაძარი არა უგვიანეს X-XI საუკუნეშია აგებული. თ.სანიკიძე კი მას XII საუკუნის დასასრულს შენებულად მიიჩნევს. 
1384-1396 წლებში ტაძარი მოიხატა ვამეყ დადიანის ბრძანებით.კონსტანტინოპოლში გაგზავნეს ბერები-მახარებელ ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა.მათ ჩამოიყვანეს ბრწყინვალე ხატმწერი კირ-მანუელ-ევგენიკოსი.წალენჯიხის გავლენა ძლიერდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე,როცა ის სამთავრო სახლის საძვალედ იქცა.
1639 წლის ბოლოს ლევან II დადიანს ეწვივნენ რუსეთის მეფის-მიხეილ თევდორეს ძის ელჩები: ფეოდოტ ელჩინი და პავლე ბახარიევი.მათ მოილოცეს წალენჯიხის ტაძარიც,შემდეგ ეახლნენ ცაიშელ ეპისკოპოს ანდრიას.
XIX საუკუნის II ნახევარში წალენჯიხა საბლაღოჩინო ცენტრია,ტაძრის ეზოში შემორჩენილია საკათალიკოსო სახლის ნაშთები.XX საუკუნის 20-იან წლებში ათეისტებმა ტაძარი დაკეტეს.ღვთისმსახურება აღდგა 1988 წელს.
უფრო ადრე,1803 წელს,სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიო შეზღუდული ავტონომიის უფლებით შესვლ;ის შემდეგ,სამთავროს ისტორიაში დაიწყო სრულიად განსხვავებული პერიოდი.1857 წელს,სამეგრელოში რუსეთის უშუალო მმართველობა დამყარდა,რომელიც შეეხო სამეგრელოს ყველა სფეროს.
რუსეთის მმართველობამ პირველი წლები ქართული საკათალიკოსოების გარდაქმნას დაუთმო.საეკლესიო რეფორმები საქართველოში 26 წელი გრძელდებოდა,მხოლოდ 1810 წლის 3 მარტს,როდესაც საქართველოს კათალიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს და მის ნაცვლად ეგზარქოსი დანიშნეს,რომელიც სინოდს ემორჩილებოდა.სწორედ მას შემდეგ იწყება ცვლილებები საეკლესიო ცხოვრებაში.
საყურადღებოა XIX საუკუნის II ნახევრის და XX საუკუნის დამდეგის სამეგრელოში მოღვაწე სასულიერო პირების მოშურნეობა ქრისტიანობის დაცვის საქმეში,რომელთა ისტორიას გვამცნობენ მათი ახლობლების შთამომავლების მიერ შემონახული დღიურები,ხელნაწერების სახით,ზეპირი გადმოცემები და ა.შ. ისინი მალულად,მაგრამ მაინც უღალატოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.ბევრი მათგანი მოწამეობრივადაც აღესრულა ათეისტური რეჟიმის დროს.კომუნისტებმა ყველა ტაძარი დახურეს,მაგრამ მოსახლეობა ,,სულიერ შიმშილს" იკმაყოფილებდა საკუთარ სახლებში სამლოცველოების მოწყობით,რასაც მეგრულად ,,ოხვამური" ერქვა",რომელსაც თანდათან შეერწყა წარმართული ელემენტებიც და ძლიერი დაღი დაატყო მოსახლეობის სულიერ მდგომარეობას,რომლის აღმოფხვრა ამჟამად ეტაპობრივად მიმდინარეობს ნაეკლესიარ ადგილებზე,სასულიერო პირების მიერ აღვლენილი წირვა-ლოცვების მადლით,პარაკლისების გადახდით.თითქმის 70-წლიანი შუალედის შემდეგ ეროვნულ მოძრაობას ეკლესიური გამოღვიძებაც მოჰყვა.1989 წელს მსახურება აღდგა მაცხოვრის კარის,ცაიშის,დადიანების კარის,წალენჯიხის ეკლესიებში.უდიდესი ღვაწლი გასწიეს მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ,ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა,რომლებიც თანამღვდელმთავრობდნენ ეპარქიაში.
ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა,საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის საეკლესიო კრების 1995 წლის 13 მარტის(ახ.სტილით 5 აპრილი) განჩინებით აღდგენილ იქნა ცაიშის უძველესი საეპისკოპოსო კათედრა სახელწოდებით ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია".რეზიდენცია განთვასდა ზუგდიდსა და წალენჯიხაში,რადგან ის მოიცავს ორ რაიონს ზუგდიდსა და წალენჯიხას.1998 წლის 11 ოქტომბერს,ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა იღუმენი გერასიმე(ერისკაცობაში გიორგი შარაშენიძე).2007 წლის ივლისში,უწმინდესისა და უნეტარესის,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,ილია II-ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ჩამობრძანებისას,მთავარეპისკოპოსი გერასიმე აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
ეპარქიაში მოქმედებს ორი დედათა და სამი მამათა მონასტერი,ოცამდე მოქმედი ტაძარი,ოცდაათამდე მშენებარეა.
ეპარქიის პრეს-ცენტრის მიერ პერიოდულად გამოიცემა სასულიერო ლიტერატურა,წიგნები,ბროშურები,ჟურნალები.გამოდის ყოველთვიური გაზეთი ,,საფარველი".
ფუნქციონირებს სულიერებისა და კულტურის ცენტრი,რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის,ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2011 წლის 19 მარტს ოფიციალურად გაიხსნა.სულიერებისა და კულტურის ცენტრი აერთიანებს საკვირაო სკოლას,გალობისა და მედავითნეობის სკოლას,საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკას.

მმართველი მღვდელმთავარი

მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
 
მიტროპოლიტი გერასიმე (ერისკაცობაში გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე) (დ.20 მაისი, 1958 წ. ქ. თბილისი) — ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე
 
მეუფე გერასიმე დაიბადა 1958 წლის 20 მაისს, თბილისში, უმაღლესი ტექნიკური განათლება მიიღო და წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალობის მიხედვით;
 
1997 წლის მარტში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით განწესებულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში;
 
1997 წლის 28 ივნისს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსმა იობმა იგი ბერად აღკვეცა და უწოდა სახელი გერასიმე;
 
1997 წლის 20 ივლისს აკურთხეს იეროდიაკვნად;
 
1997 წლის 10 აგვისტოს კი მღვდელმონაზვნად და დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად;
 
1998 წლის 17 იანვარს, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით მღვდელმონაზონი გერასიმე საგარეჯო–გურჯაანის ეპარქიაში სოფელ პატარძეულის ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა;
 
1998 წლის 18 თებერვალს საგარეჯო გურჯაანის მთავარეპისკოპოს აბრაამის მიერ დაინიშნა საეპარქიო საბჭოს მდივნად;
 
1998 წლის 29 მარტს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II–მ სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ მონაზონი გერასიმე აღამაღლა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
 
1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად;
 
2002 წლის 9 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ;
 
2003 წლის ივლისიდან მეუფე გერასიმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.
 
2006 წლის 11 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრიარქმა მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა.
 
2007 წლის 3 ივნისი - მიტროპოლიტი.
 
კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

მოქმედი ტაძრები

 
ზუგდიდის ვლაქერნის ღმერთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი
 
ეკლესიის აგება დაკავშირებულია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატთან, რომელიც დადიანების უმთავრესი საგვარეულო სიწმინდე იყო, ამიტომაც მას მთვარები დიდი სასოებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ.
გარკვეული მიზეზების გამო ხატის შენახვა გრიგოლ დადიანმა (1788-1804) მიანდო სიმამრს, გიორგი XII-ს (1798-1800), რომლის სიკვდილის შემდეგაც ხატი მიისაკუთრა დავთ ბატონიშვილმა და მან იგი რუსეთში გადასახლებისას თან წაიღო. მისი დის, გრიგოლ დადიანის ქვრივის ნინოს (1804-1847) წერილებმა და თხოვნამ სიწმინდეთა დაბრუნების შესახებ მასზე გავლენა ვერ იქონია.
„... მაშინ მთავრინა ნინო და სამეგრელოს დიდებულები იძულებული გახდნენ მიემართათ სხვა საშუალებისათვის, ეხმარათ ხერხი, გადაწყიტეს მიართვან ხატი ხელმწიფე იმპერეტორს იმ აზრით, რომ შემდეგ ეშუამდგომლათ მის დაბრუნებისათვის სამეგრელოში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბატონიშვილი იმპერატორისათვის ხატის მირთმევის წინაამღდეგი არ გახდებოდა და ხერხმაც მართლა გასჭრა, ბატონიშვილმა გადასცა ხატი იმ დეპუტაციას, რომელნიც ამისთვის გაგზავნილი იყო პეტერბურგში". ( ა.ხელაია „ბედიის მონასტერი" კ.კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი. ფონდი Q 587) ამ დეპუტაციაში შედიოდნენ: დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი.
ცოტა მოგვიანებით, ნინო დედოფლის თხოვნით პ.ციციანოვი იმპერატორს სწერდა: „ამასთან ვბედავ დავსძინო ჩემი უქვეშევრდომესი აზრი ამ ხატის შესახებ. როგორც ცნობილია, მეგრელები ძალიან გულმოდგინენი არიან ქრისტეს სარწმუნოებაში და სამეგრელოს უმაღლეს ბედიერებად მიმჩნია ამ ხატის მათთვის დაბრუნება, რადგან მასზე ამყარებენ უღრმეს სასოებას..." (Акты собранные кавказской комиссией Т II Тифлис 1864. ст. 513-514)
იმპერატორმა შეისმინა თხოვნა და ეს ხატი ერთი წლის შემდეგ მართლაც უკან დააბრუნა. ხატი ახალი პერანგით შემოსა და ძვირფასი თვლებით შეამკობინა.
იგი ნინოსადმი უმაღლეს რესკრიპტში წერდა: „ვიცი რა, რომ მეგრელებს ძველთაგანვე აქვთ სასოება და რწმენა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატისადმი, მე ვუბრუნებ მას საჩუქრად თქვენს ოჯახს და მთელს მეგრელებს"". (Акты собранные кавказской комиссией Т II Тифлис 1864. ст. 177)
ამავე რესკრიპტში ნათქვამი იყო, რომ ამ ხატის დასასვენებლად აეშენებინათ ეკლესია დადიანების სასახლეების ახლოს, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.
ტაძრის ასაგებად გამოიყო 2000 ჩერვონეცი, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობამ ეს საქმე დიდი ხნით მიივიწყა. 1816 წელს ლევან V დადიანი სთხოვს მთავარმართებელ რატიშევიჩს შეპირებულ თანხას. მთვარმართებელი ჰპრდება მას ამ თანხის და ეკლესიის გეგმის გაგზავნას. ეკლესიის გეგმა დადიანმა, როგორც ეტყობა მიიღო, ხოლო შეპირებული თანხა მას მხოლოდ ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მისცეს, იგი გაცილებით მეტი დაჯდა. მისი აგება დაიწყეს 1825 წელს და დასრულდა 1830 წელს. (თ.ქადარია „სამეგრელოს სამთავრო XIX ს-ის I ნახ-ში" თბილისი 2001 წ გვ. 224-225 )
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდა სარტყლის ნაწილთან ერთად არაერთხელ იხსნა კონსტანტინეპოლი განადგურებისაგან. (სიტყვა „ვლაქერნა" ბერძნულია და კონსტანტინეპოლის დასავლეთ ნაწილს ერქვა)
წმ. ექვთიმე ღვთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა.
ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს, ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი, წმ.დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმ.მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, წმ.იოანე ნათლისმცემლისა და წმ.გიორგის ხელის ნაწილები და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმინდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ მოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან გადარჩენას.
ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილპერანგიანი ხატი.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა. (დღესასწაული 13 სექტემბერს. ძვ.სტ.31 აგვისტოს) (გაზეთი „საფარველი" 2003 წ. #8 )
XX-ს-ის დასაწყისის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების კარის ეკლესია გექცა. ღვთისმგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვა-ლოცვა აკრძალულ და მორწმუნეებისათვის დაკეტილ ეკლესიაში ხან მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიცია იყო გამართული, ხან სამხატვრო სახელოსნო იყო მოწყობილი, ხანაც თოჯინების თეატრი...
1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოვა-კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა და მაცხოვრის შობის დღესასწაულზე წირვა ჩატარდა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით კი 1998 წლიდან აქ ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება.
ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მალხაზ ჭანტურია, აქვე მსახურობენ: დეკანოზები ფრიდონ ასათიანი და ამბროსი თორდია, მღვდლები პეტრე ხუბუა, ბესარიონ ცინდელიანი, გიორგი ვაჩეშვილი. პროტოდიაკონი გიორგი ქავთარაძე და დიაკონი პავლე გოგოხია.
15 ივლისს (ძვ.სტ 2 ივლისს) ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის გადმობრძანება მუზეუმიდან ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს. ტრადიციულად ამ დღეს სადღესასწაულო წივაზე ზუგდიდში უამრავი სტუმარი მობრძანდება. ეს დღე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას „ვლაქერნობა"-ს ეძახიან.
 

 
ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია
 
ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მან­ცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.
 
ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა – სპეციალურად ბერებისათვის ყოფილიყო აგებული. 1874 წ. რუსეთის ეგზარხოსობისას ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.
 
ტაძარი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა. 
ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას.
 

 

ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია
 
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2007 წელს. ქტიტორი აწ განსვენებული ვალენტინა ქარდავაა, რომელმაც ეს ტაძარი ააშენა აფხაზეთის ომში დაღუპული შვილის სულის საოხად. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ილარიონ შენგელია.
 
 

ასევე იხილე კატეგორიაში - რელიგია:

    სიახლეთა არქივი
    კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
     12
    3456789
    101213141516
    17181920212223
    24252627282930


    ჩვენი მისამართია:
    2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
    E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
    Tel: 591 44 54 05