კულტურული მემკვიდრეობა

დადიანების სასახლეში დაცული ისტორიული ნიმუშები

ზუგდიდის კულტურული მემკვიდრობიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას .

   

ზუგდიდის დადიანების არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII-XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ . წ . I _ ახ . წ . II – ის კოლხური ოქროს მონეტა,იუსტინიანე I- ის (527-565) მონეტა .

   

მუზეუმში, აგრეთვე,  დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII – XVII საუკუნეების ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.

აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები: მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII საუკუნის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა .

უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX საუკუნეებისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ–ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმინდა გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI საუკუნე|XVI); ხატი წმინდა გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.

   

მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI_XIX საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ–გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოსლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის,თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა.

დადიანების სასახლეში დაცული სამხედრო არქივი

ქალაქ ზუგდიდის განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეომის სამხედრო არქივი _ რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია, მასალები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIX საუკუნის დასაწყისი , რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ - ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად .

ყოველმხრივ განათლებულმა სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ზუგდიდის სასახლეში საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუზეუმი. ამავე პერიოდში უნდა დაეწყო მას საბრძოლო ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაც, კოლექციას ”ჟამითი ჟამად” მისი მეუღლე, შვილები და საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები ამდიდრებდნენ.

დადიანების სასახლის საბრძოლო ხელოვნების კოლექციაში იარაღის ისტორიის თითქმის ყველა ეტაპმა თავისი ასახვა ჰპოვა. როგორც ჩანს, იარაღის შეგროვებას აქ საფუძველი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაედო. თუმცა, მაშინ ეს სპონტანურად მიმდინარეობდა. XIX საუკუნეში კი ყოველმხრივ განათლებულმა სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ამ პროცესს მიზანმიმართული და ამასთანავე სამუზეუმო სახე მისცა. როგორც ჩანს, დავითი სასახლის მუზეუმისათვის იარაღს გარკვეული სისტემით აგროვებდა, ამიტომ კოლექცია პირობითად შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს: კავკასიური ცივი იარაღი, კავკასიური ცეცხლსასროლი იარაღი, რუსული ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ევროპული, აზიური, აფრიკული და ავსტრალიური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები, შუბები და არბალეტები, ყუმბარები და ნაღმტყორცნები, საბრძოლო წარჩინების ნიშნები, მუზარადები, აბჯრები, თავდაცვითი იარაღი, უნაგირები და ძვირფასი მემორიალური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები.

ცხადია, კოლექციის დიდ ნაწილს კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს. აქ თავი მოიყარა საქართველოში XVIII-XIX საუკუნებში დამზადებულმა ნიმუშებმა, რომელთათვისაც დამახასიათებელია მდიდარი ირნამენტაცია, ირანული და ჯვრის ტიპის სადავეებით. ქართულ იარაღზე ლითონის თითქმის ყველა დეტალი გაფორმებულია, სადაც ძირითადად ზედაპირული და ჩაჭედვითი ინსტრუქცია გამოიყენება. ჩაჭედვის დროს ოსტატი წინასწარ მომზადებულ ღარებში ვერცხლის ან ლატუნის მავთულს ათავსებდა. ზედაპირული გაფორმების დროს კი, პირიქით, მავთული ზემოდან მაგრდებოდა. ქართული ცივი იარაღისთვის უმეტეს შემთხვევაში დამახასიათებელია სოლის მასიურობა, რომელიც ზოგჯერ ერთმხრივ, ზოგჯერ კი ორმხრივაა წამახული. ხმლის შუაში დატანილი ღარი კი იარაღს სიმსუბუქესა და მოქნილობას ანიჭებს. ხშირია შემთხვევა, როცა ნიღრზე დამღა ან განმარტებითი წარწერაა დატანილი. მუზეუმში დაცული ხმლების სიგრძე 44-დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. ქართული იარაღისთვის ჩვეულია სოლის მასიურობა და დამღების მრავალფეროვნება. მაგალითად ხმლის ტერფებზე იკითხება შემდეგი სახის არაბული წარწერები: ”იმუშავა მუჰამედმა ჰიჯრით 1273 წელს” (ე. ი. 1856 წელს), ან ”მთავარია ღვთის წყალობა, გამარჯვება კი თავად მოვა”, ან კიდევ ”რაც ღმერთს ენებოს ის მოხდეს”. ქართულ განმარტებით წარწერათაგან აღსანიშნავია რამდენიმე ნიმუში, რომელიც XIX საუკუნის სამეგრელოს განთქმულ ოსტატებზე მიგვითითებენ. ერთ-ერთი ხმალი (ცი. 24), რომლის სადავე მოოქროვილი ვერცხლისაა და ფრაგმენტულად მოსევადებულია, მდიდარი ყვავილფოთლოვანი ორნამენტით გამოირჩევა, იგი ქარქაშიდან 91 სანტიმეტრია და 24 ყუნი ამშვენებს ხმლის ტერფზე, სადავის გასაყართან ლამაზი მხედრული ხელით შემდეგი სახის წარწერაა დატანილი: `ძაძამიძი, `კელ~ ძაძამიძეთა სკოლა მთელს დასავლეთ საქართველოში იყო განთქმული. გადმოცემის თანახმად, ძაძამიძის ზუგდიდის სახელოსნოში ჩრდილოეთ კავკასიელი ბეგებისა და ხანებისათვისაც კი მზადდებოდა იარაღი. ოსტატისთვის დამახასიათებელი იყო ვირტუალური შავი სევადი და მდიდარი ოქროს ზარნიში. სასახლეში აგრეთვე დაცულია ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორებიცაა მაქსიმე ხურცილავა და ივანე ვარდანიძე.

დამღიან ხმალთაგან აღსანიშნავია კიდევ ერთ საინტერესო ნიმუში: მისი სიგრძე 110, სიგანე კი 8 სანტიმეტრია. ქარქაში მოპირკეთებულია სადაფით და ორი ვერცხლის ბორჯღალიანი პირამიდით. ხმლის ტერფთან არის ხუთთავიანი დევის გამოსახულება, რომელსაც ხელში ჰოროლი უპყრია. სოლის შუაში კი მოჩანს ზოომორფული გამოსახულებები. განირჩევა თმაგაშლილი ვაჟკაცისა და აბჯროსანი ყმაწვილის გამოსახულებები. ხმალზე ასევე ნაყოფიერებისა და ძლიერების სიმბოლო ფალოსია დახატული. ხმლის ფორმის ხასიათიდან გამომდინარე თამამად შეიძება ითქვას, რომ საბრძოლო ხელოვნების ეს ნიმუში დადიანების სასახლეების ერთ-ერთი საუკეთესო ექსპონატს წარმოადგენს. როგორც აღვნიშნეთ, კოლექციაში ბევრია სხვა კავკასიელ ხალხთა იარაღიც, მათგან გამოვყოფდით დაღესტნურსა და ჩერქეზულს.

დაღესტანს ოდითგან კავკასიის იაღარის სამჭედლოს უწოდებდნენ. დაღესტნელი ოსტატები ამზადებდნენ თოფებსა და ხმლებს. ოქრომჭედლები კი ქმნიდნენ განუმეორებელი ხელოვნების ზარნიშსა და სევადს. იარაღის წარმოება დაღესტნის ბევრს სოფელში იყო განვითარებული, რომელთაგან ნაწილი ცივი, ნაწილი კი ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებაში დაოსტატდა, ზოგან ორივე დარგს ერთნაირი წარმატებით ფლობდნენ. აქ იარაღის წარმოების იმდენად მნიშვნელოვანი ცენტრები შეიქმნა, რომ ზოგიერთი სოფელი მთელ კავკასიას ამაგრებდა ზუგდიდის მუზეუმში დაცული უნდა იყოს ყუბაჩში, ლაკეთსა და ავარიაში შექმნილი იარაღი. ისინი ძირითადად XVIII-XIX საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება და მათთვის დამახასიათებელია მკაცრად სტილიზირებული ორნამენტი, რაც ფოთლების, ლამაზი თაიგულების ერთობლიობაში გამოიხატება. სადავეები ვერცხლისგან, რქისაგან ან ძვლისაგან მზადდებოდა. უმეტეს შემთხვევაში ხმალი ოდნავ მოხრილია და პირი ერთ მხარესაა წამახული. მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ ექსპონატზე სოლის ორივე მხარეს შუაში, მთელ გაყოლებაზე არაბულად ყურანის სტრიქონებია დატანილი. აქვე მამაკაცის პორტრეტია გამოსახული. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის ხმლებზე იმამ შამილს ხატავდნენ, ზოგიერთის აზრით კი ეს პორტრეტი შაჰ აბასს მიეკუთვნება. ხმალს აგვირგვინებს არწივისთავიანი სადავე, რაც მთიულებში უძლეველობის სიმბოლო იყო.

 

დაღესტნურისაგან განსხვავებით, ჩერქეზული იარაღი ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი მუზეუმში. მათი სადაურობის განსაზღვრაც საკმაოდ ძნელია, რადგან ჩერქეზული იარაღის უმეტესობა დაუდამღავია, თუმცა, იდენტიფიცირებაში ორნამენტაცია გვეხმარება. როგორც ცნობილია, ჩერქეზები ძირითადად გეომეტრიულ ფიგურებში ჩახატულ მცენარის ორნამენტს ანიჭებდნენ უპირატესობას. გვხვდება ცხვრის რქის სტილიზებული ფორმაც. ჩერქეზული ხმლის სოლი დაღესტნურთან შედარებით ვიწროა და წამახვაც უფრო ცერი. როგორც აღვნიშნეთ, ჩერქეზული დამღები იშვიათობაა. დადიანების სასახლეში ერთ-ერთი მათგანი შემორჩენილია. მასზე ცხენზე ამხედრებული ხმალშემართული ჰუსარია გამოსახული, ლათინური წარწერით `V. Hუსსარ ~ ე.ი. `Vივალ Hუსსარ~. ეს პრუსიელ ჰუსართა დამღაა, რომელიც შვიდწლიანი ომის დროს, 1756-1763 წლებში მზადდებოდა და დაახლოებით ამავე პერიოდში იგი ჩერქეზმა ოსტატებმაც გადაიღეს. ამ დამღით დანიშნული ხმალი სოლის მკვეთრი მოხრილობითა და კარგი ალესვით გამოირჩევა.

უმდიდრესია დადინების სასახლის კავკასიური ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციც, რომელიც სანადირო და საომარი თოფებისაგან და დამბაჩებისაგან შედგება. თოფების ძირითადი ნაწილი XVIII საუკუნის მეორე ნახევრითა და XIX საუკუნით თარიღდება. ამ პერიოდში მზადდებოდა პატრუქიანი და კაჟის სასხლეტიანი ცეცხლსასროლი იარაღიც. თოფის, ისევე როგორც დამბაჩის, ძირითად ღირსებას ლულა წარმოადგენდა, ამიტომ მისთვის საგანგებოდ არჩევდნენ ფოლადს, რომელიც დამასკოდან ან თურქეთიდან ჩამოჰქონდათ. ლულა სევადით ან ოქროს დაფერვით ფორმდებოდა და მისი წაგრძელებული ფორმა კონდახის მიმართულებით სქელდებოდა. თოფების უმეტესი ნაწილი მდიდარი ორნამენტაციით გამოირჩევა, ორნამენტი ლულებზე ე.წ. ჩაჭედვის ან გადაკვრის მეთოდითაა შესრულებული. ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული თოფები ძირითადად სამეგრელოს მთავრის დავითის და მისი ვაჟების ნიკო და ანდრია დადინების კუთვნილებაა. თუმცა რამდენიმე ექსპონატები მიურატებსაც და სამეგრელოს სხვა წარჩინებულ თვადაებსაც უნდა ეკუთვნოდეს. ნივთებს მხატვრული ღირებულების გარდა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ამ იარაღით 1828-1829 წლებში ქართველები იბრძოდნენ ყარსისა და ერზრუმის კედლებთან. ამ იარაღმა გამოიარა ყირიმის ომი და სამეგრელოს სამთავრო თურქ-ოსმალოთაგან გაათავისუფლა. ამ იარაღს ახსოვს დუნაის ფარსირება და 1877-78 წლების ბალკანეთის გმირული ეპოპეა, სადაც სამეგრელოს უბრწყინვალესმა თავადმა ნიკო დადიანმა ვაჟკაცობითა და გმირობით ისახელა თავი.

მუზეუმში არის კავკასიის მეხუთე მსროლელი რეგულარული ბატალიონის წევრთა ნაქონი იარაღიც. ეს ბატალიონი 1899 წელს ჩამოყალიბდა. მთიელების წინააღმდეგ გამოჩენილი ეარმატებისათვის მან მიიღო ხუთი უმაღლესი საიმპერატორო ჯილდო. პოლკი ელიტარული იყო და იმპერიის უმაღლესი მთავარსარდლობის განკარგულების თანახმად, იქ სამსახური მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ.

მუზეუმში დაცული თოფების განუყრელ ნაწილს წარმოადგენს ე. წ. დამხმარე ხელსაწყოები, ანუ ლულის საწმენდები, კაჟები და საპირწამლეები. ლულის საწმენდი ლულის ქვეშ იარაღის კორპუსში, კაჟი _ სპეციალურ ქისაში, საპირწამლე კი _ ქამარზე მაგრდებოდა. ზუგდიდში დაცული ცეცხლსასროლი იარაღის სახლეტები არცთუ ისე დიდი ზომისაა. მათი სიგრძე და სიგანე 60-90 მილიმეტრამდე მერყეობს, გაფორმებულია უმეტეს შემთხვევაში ოქრო-ვერცხლის ყვავილ-ფოთლოვანი ორნამენტით. ლულებზე სამიზნეები ძირითადად თურქული ტიპისაა, უძრავი და ერთი ხვრელით. თოფების კონდახები მასიური ხისგანაა დამზადებული და ოვალური საჭდევებითG გამოირჩევა. მათზე ორნამენტები ყოველთვის განსაკუთრებით უხვად და ლამაზად დაჰქონდათ.

თოფებთან შედარებით კოლექციაში დამბაჩები უფრო მარავალფეროვანია. მათ ლულებზე ორნამენტი ღრმა ჩაჭდევის მეთოდით, ევროპულ სტილშია შესრულებული. კონდახი ორი ტიპისაა, პირველი ცელისებრია, ანუ მოხრილი ლითონისაა, რომელიც ლულის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს და ბოლოში ბურთულით, ე. წ. დუმით სრულდება. დუმა თუ ვერცხლისაა, იგი მდიდრულადაა გაფორმებული, თუ ძვლისა, მხოლოდ ხისტადაა დამუშავებული. კონდახის მეორე ტიპი ხის მართკუთხედის ფორმისაა ფართო საწდევით და სადაფებით ან ვერცხლის ფირფიტებითაა გაფორმებული. არსანიშნავია ისიც, რომ კავკასიურ იარაღს რუსულთან შედრებით საცეცხლე მოქმედების არეალი უფრო მეტი ჰქონია (დაახლოებით 60 მეტრი), ამიტომ მიზანში მოხვედრის ალბათობაც მეტი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დადიანების სასახლის რუსული და ევროპული ნიმუშები.

მუზეუმში დაცული რუსული ხმლები მკვეთრად განსხვავდება კავკასიურისაგან. რუსმა ოსტატებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მეთოდი, რომელიც იარაღის გაფორმების სირთულეში გამოიხატებოდა. სევადისა და ზარნიშის გარდა რუსი ოსტატები ფერად ემალს და ლითონის დრაპირებასაც მიმართავდნენ. რუსეთის არმიის მძიმე კავალერიისათვის ცივი იარაღის ძირითად ფორმას პალაში წარმოადგენდა. რუს ქვეითებში კი მეტი უპირატესობა დაშნას ენიჭებოდა. XIX საუკუნეში მასიურად იწყება ევროპული ტიპის ხმლების გამოყენება.

სოლის ტიპებიდან გამომდინარე, არმიის ხმლები სამ ნაწილად იყოფა: დაშნები, რომელთაც ატარებდნენ ოფიცრები და სამხედრო მოხელეები, პალაშები მძიმე კავალერიისათვის და საკუთრივ ხმლები, რომლითაც შეიარაღებული იყო მსუბუქი კავალერია და ქვეითი ჯარი.

რუსეტში საბრძოლო იარაღის წარმოების მეტი წილი ქალაქ ტულაზე და ზლატოუსტზე მოდიოდა. იქ დამზადებული იარაღიდან გამოვყოფდით დამბაჩას (ცი. 183) ირმის დამღით და მემორიალური ოქროს წარწერით: `Вь Туле Петрь Гольтяков. Вь память свидания в Бомборах 9-го августа 1845 года~, ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია 1891 წლის რუსული სამხაზიანი შაშხანა (#280785) წარწერით `Императорский Тульский оружейный завод~ ან სანადირო თოფი წარწერით `Акива Тимофеев Воронцова Мануфактура~. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ოსტატები ხშირად ლულებს ქარხნებში უკვეთავდნენ, ამიტომ იარაღზე ავტორის ხელმოწერასთან ერთად ქარხნის დამღაცაა გამოსახული. შთამბეჭდავია სასახლეში დაცული შაშხანები. მატი ნაწილი რუსულ არმიაში 1869 წელს შემოვიდა და ხის კონსტრუქტორის კრნკა-ს ექვსხაზიანი შაშხანის რუსულ მოდელს წარმოადგენს. ასევვე საინტერესო ნიმუშია ტულის ქარხანაში დამზადებული 1870 წლის შაშხანა, რომელსაც ასევე `ბერნარდ 2~-ს ეძახიან. მას გრძივად მოძრავი ჩამკეტი აქვს და მიზნის სიზუსტით გამოირჩევა.

მუზეუმში დაცულია კავალერგრადის პოლკისა და ლეიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკების ხმლები. აქვე რუსული მსუბუქი კავალერიის მეომართა ხანჯლები, რომელთა სოლი ოდნავ მოხრილია. საინტერესოა გერმანული ტიპის მახვილებიც, რომელთა ნირი დაკბილული და კარგად ალესილია. მახვილის ეს მხარე ხერხის მოვალეობას ასრულებდა ოფიცერთა ხმლებისა და შპაგების 1827 და 1830 წლების მოდელების სადავეები ამპირის სტილშია და ოქროთია მოვარაყებული.

ევროპულ და რუსლ ცეცხლსასროლ იარაღს შორის განსხვავება უმნიშვნელოა, რადგან მათ განვითარების ერნაირი გზა გამოიარეს. ცეცხლსასროლ იარაღზე პირველი მექანიკური ხელსაწყო პატრუქის სასხლეტი XV საუკუნეში ევროპაში გაჩნდა, თუმცა გაანსაკუთრებული პოპულარობა კაჟის სახლეტმა მოიპოვა, რომელიც მთელი XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში იარაღის წარმოების დროს წარმმართველ როლს ასრულებდა.

კოლექციაში საპატიო ადგილი უჭირავს მემორიალური იარაღის ნიმუშებს. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვნად წარმოდგენილია ოქროს ხმალი და მახვილი მამაცობისათვის. საბრძოლო წარჩინების ეს საპატიო ნიშანი რუსეთში 1720 წლის 27 ივნისს დაწესდა, როდესაც რუსმა გენერალმა მ. გოლიცინმა კუნძულ გრენგამთან შვედების ესკადრა გაანადგურა. ოქროს ხმალს თან ერთვოდა იმპერატორის სიგელი. 1788 წლამდე ოქროს მახვილის მიღება მხოლოდ გენერლებსა და ფელდმარშლებს შეეძლოთ. მოგვიანებით კი მისი მფლობელობის პატივი ოფიცრებმაც მიიღეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხმლის ოქროს სადავეეზე ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები არ მაგრდებოდა. მათ ნაცვლად დაჰქონდათ წარწერა: `За храбрость~. პირველი, ვინც ასეთი წარწერით მიიღო ხმალი 1812 წლის სამამულო ომის გმირი დოხტუროვი იყო. ამ უმაღლესი ნიშნის საპატიო საბრძოლო ნიმუშის მფლობელები იყვნენ ისეთი ცნობილი მხედართმთავრები, როგორებიცაა პეტრე ბაგრატიონი და ალექსანდრე ერმოლოვი. მუზეუმში დაცული ერთი ოქროს მახვილი სამეგრელოს უბრწყინვალეს თვადს ნიკო დადიანს უნდა ეკუთვნოდეს. ამაზე მიუთითებენ შემორჩენილი წყაროებიც. დადიანების მეგობარი გერმანელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი თავის მოგონებებში მოგვითხრობს ნიკო დადიანის ბალკანეთში 1877-1878 წლებში ლაშქრობის ამბავს _ `მინგრელსკი~ აქ იმპერატორს ახლდა როგორც ფლიგელ-ადიუტანტი და ბრძოლებში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ ოქროს მახვილი, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ბაფთიანი და წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა~.

ოქროს მახვილის მფლობელი ყოფილა დადიანების უმცროსი ვაჟი ანდრია დადიანიც, რომელიც ბავშვიბიდანვე კაზაკთა პოლკის ლეიბგვარდიაში მსახურობდა, შემდეგ ძმასთან, ნიკო დადიანთან ერთად რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა და ბალკანეთის მთებში იბრძოდა. ამ პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზე ანდრია ლეიბგვარდიის საზეიმო ფორმაშია გამოწყობილი. მას მარჯვენა მკლავის ცისფერ მენტიკზე ფართო შევრონი უჩანს, ხოლო გულ-მკერდს წმინდა ვლადიმირის IV და III ხარისხის ბაფთიანი და მახვილებიანი ორდენები უმშვენებს, ხმალს კი გეორგიევსკის ლენტის ტემლაკი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაცობისათვის ანდრიას ოქროს მახვილი ჰქონია მიღებული.

მუზეუმში დაცულია სამეგრელოს სახელოვანი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ორი ხმალი. როგორც ცნობილია, აბჯარასხმული დედოფალი 1855 წელს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველთა განმანთავისუფლებელ მოძრაობას სამეგრელოში შემოჭრილი ოსმალების წინააღმდეგ. ხმალი საკმაოდ მასიურია. მისი ზომა ქარქაშიანად 105 სანტიმეტრს შეადგენს, უქარქაშოდ კი 89,5 სმ. გაფორმებულია ყვავილფოთლოვანი ორნამენტით, შავი სევადითა და ზარნიშით. ორნამენტში მთავარიი ადგილი ფარის მსგავს ბალთასა და პირამიდას უკავია. ხმალს ამშვენებს სარტყელი 16 ყუნით.

დედოფალს თავისი უფროსი ვაჟისთვის საჩუქრად საუკეთესო ქართული ხელობის ხმალი მიუძღვნია. მუზეუმს ნაკლული სახით, თუმცა, მაინც შემორჩა სამეგრელოს მთავრის _ დავით დადიანის ხმალი. ზომა ქარქაშიანად 105 სანტიმეტრი, უქარქაშოდ 88,5 სმ, რომელსაც დაკარგული აქვს სადავე. ხმლის ტერფზე შემდეგი სახის წარწერაა: „მანგრელიის მეფე დავით დადიანი 15 თვის მომირთმევია მისი მონა ხელისან 1826 წელსა 18 სა თებერვალსა“. მეორე მხარეს სამსტრიქონიანი წარწერა სამწუხაროდ ვერ ამოვიკითხეთ.

კოლექციაში წარმოდგენილია დადიანების სიძის, ნაპოლეონ I-ისა და ნეაპოლის მეფის იოაჰიმ მიურატის შთამომავლის პრინც აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატის ხმალი, ზომა ქარქაშიანად 111, ხოლო უქარქაშოდ 108, ნიჟარისებური ყვავილებითა და გვირილებით, სახელური კი ნიანგის ტყავში უნდა იყოს ჩასმული. მუზეუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი შუბები და მახვილები, მათგან უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფდით ქართული შუბის ნაირსახეობას _ გორდას. გორდა წარმოადგენს საკმაოდ მასიურ ორპირიან შუბს, რომელსაც ოთხივე მხარე ალესილი აქვს. ფოლადის ეს მასიური კორპუსი ხის ტარზე მაგრდებოდა და მისი საშუალებით მოწინააღმდეგის შუაზე გადაჭრა ხდებოდა. იარაღის ეს ნიმუში მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი, თუმცა მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. ასევე შეუძლებელია მისი წარმოშობის პერიოდის დადგენა, ის კი ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მას ქართველი მეომრები საკმაოდ წარმატებულად იყენებდნენ.

ქართული და კავკასიური შუბებისა და ხიშტების გარდა კოლექციაში ინახება მანჯურიაში დამზადებული ისარი, მადაგასკრული შუბი და ავსტრალიური ჰოროლი. ჩვენი აზრით, დადიანების სასახლეში აფრიკული ირაღის ნიმუშები მიურატების საშუალებით უნდა მოხვედრილიყო. ცნობილია, რომ ალჟირში, მუსტაფასა და მადაგასკარში სამხედრო სამსახური გაიარეს აშილ და ნაპოლეონ მიურატებმა. ამ უკანასკნელმა კი მადაგასკარში გამოჩენილი მამაცობისათვის ოფიცრობა მიიღო. გაზეთ `კვალის~ თქმით: პრინც ნაპოლეონ მიურატს კარგი, მამაცური და გამბედავი შეხედულება აქვს, როგორც ჰქონდათ მის წინაპართ. ეს არის ერთობ მძლავრი გასაკვირველი მოყვანილობისა, სამხედროთ კარგად გაწვრთნილი, სწრაფი, მიმზიდველი. ეს ახალგაზრდა მხედარი ამ დროებით იმყოფება ალასონში, სადაც მიძამისი _ პრინცი ლიუდვიკ მიურატი ასრულებს თავის სამხედრო სამსახურს~. მუზეუმში ერთადერთ ეგზემპლარადაა დაცული არბალეტი. არბალეტი უძველესი მექანიკური იარაღია და მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მას განსაკუთრებული აღიარება ევროპაში X საუკუნიდან მოიპოვა. არსებობს ორი სახის არბალეტი, საომარი და სანადირო. ჩვენი, სანადირო არბალეტი უნდა იყოს და იგი XIX საუკუნეშია შექმნილი. იარაღის კონსტრუქცია და მისი სიმსუბუქე გვაფიქრებინებს, რომ იგი ინგლისშია დამზადებული.

     


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05