საკრებულოს უფლება-მოვალეობები

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

 

  • წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
  • საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;
  • საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა;
  • საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;
  • საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და დამოუკიდებლობა;
  • სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა.

 

  საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:

            ნორმატიული აქტი - საკრებულოს გადაწყვეტილება და ინდივიდუალური აქტი –საკრებულოს დადგენილება.

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:

  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისსსაკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;
  • საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, მუდმივ კომისიის თავმჯდომარისა და  ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;
  • საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
  • საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისსგანხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და გაუქმება;
  • ქალაქ ზუგდიდისსმუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების განხილვა;
  • დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;
  • მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;
  • ქალაქ ზუგდიდისსმუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
  • საკრებულოს მიერ შექმნილიაორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
  • მერის წარდგინებით ქალაქის უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
  • მერის წარდგინებით ქალაქ ზუგდიდის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი;
  • მერის წარდგინებით მოსახლეობის ტრანსპორტითამომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
  • ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე ავტომანქანათა პარკირების წესების განსაზღვრა;
  • მერის წარდგინებით ენერგო, გაზ და წყალმომარაგების საქალაქო სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
  • მერის წარდგინებით ქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;
  • შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა ქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • ქალაქ ზუგდიდისამუნიციპალიტეტის გერბის, დროშის, ჰიმნის და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;
  • ქალაქ ზუგდიდისამუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;
  • საკრებულოს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს;
  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსასაქართველოს კანონით,საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს  რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიებია:

       1.  საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია;

       2.  იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისია;

       3. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;

       4. განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;

       5. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;

 

 საკრებულოს ფრაქციები

       ფრაქცია არის საკრებულოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე საკრებულოს              წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

        ფრაქციის შექმნის უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ.

        ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

 

 ფრაქციის ამოცანებია:

        ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი;

        ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს საკრებულოს  წევრთა შესაძლებლობების                მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და ქცევის ნორმების              დაცვას;

        გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი.

 

საკრებულოს ბიურო

         საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო,რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე,                    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მუდმივი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

 

 საკრებულოს აპარატი

         მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით                        თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

         საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 35
79101112
131415171819
20212223242526
2728293031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05